მერიის მიერ, კომპენსაციის სახით, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატალია ნაზღაიძის ოჯახისთვის გადახდილ მილიონ ლარამდე თანხასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვამ უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქიცნაშვილი გააღიზიანა და რუსთავი 2 სიცრუესა და ფაქტების გაყალბებაში დაადანაშაულა.
„მე ვფიქრობ, რომ თქვენ ფაქტებს ამახინჯებთ, მილიონი ლარი არავის არავისთვის არ გადაუხდია და თქვენი ეს პიარული ტექნიკა, ამჯერად უკვე ახალი მოსამართლის მსხვერპლად ამოღების მიმდინარეობს. ცდილობთ, რომ მოსამართლეს და მისი ოჯახის წევრებს შეულახოთ ღირსება, ამიტომაც მილიონი არ გადაუხდიათ, ამიტომ ტყუილ ფაქტს აჟღერებთ. მანახეთ დოკუმენტაცია. მე ფაქტებს არ ვავრცელებ, ასე რომ, თქვენ ხართ ვალდებული, რომლებიც ავრცელებთ ამ ტყუილ ინფორმაციას, ფაქტებიც უნდა დააზუსტოთ,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მან რუსთავი 2-ის ჟურნალისტს იმ დოკუმენტების ჩვენება მოსთხოვა, სადაც აღნიშნულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის თანხა გადაეცა ნატა ნაზღაიძის ოჯახს.
„არ გაქვს ახლა დისკუსიის კულტურა. გეუბნები, რომ მანახე დოკუმენტი და ვერ მანახებ და ახლავე ჩამოხვედი მილიონიდან 400 ათას ლარზე და დოკუმენტი რომ დაიჭირო ხელში, კიდევ უფრო ნაკლებზე ჩამოხვალ,“ - მიმართა ზაქარია ქუცნაშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.