თბილისის საკრებულოში დღეს 13 ივნისის წყალდიდობის იმ დაზარალებულებს შეხვდებიან, რომლებსაც კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.
ფრაქცია დედაქალაქის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აუცილებელია შეიკრიბოს დედაქალაქის საკრებულო, სადაც იმსჯელებენ, შეიყვანა თუ არა თბილისის მერიამ შეცდომაში წარმოდგენილი დოკუმენტებით საკრებულო.
„კარგით, ბატონო, მოახდინეთ კორუფციული გარიგება, მიეცით ქრთამი, გინდათ წაიღოთ რუსთავი 2, მაგრამ არსებობენ ასევე რეალურად ადამიანები, რომლებიც კვლავ არიან დაზარალებულები სტიქიის ზონიდან. ახლა გვაქვს ჩვენი ფრაქციის ინიციატივით შეხვედრა ამ ხალხთან და სწორედ ეს საკითხებიც უნდა გაირკვეს აუცილებლად, იმიტომ რომ ამ ადამიანებს უნდა გავცეთ პასუხი,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია თბილისის თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მარინა დათუკიშვილი აცხადებს, რომ მერიამ ქრთამი გადაუხადა ნატა ნაზღაიძეს „ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დასაკმაყოფილებლად“.
ავტორი: ანა წერეთელი