19 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
"მოსამართლეთა ერთობა" იუსტიციის საბჭოს საქმიანობაზე ორგანულ კანონპროექტს წარადგენს

ამ წუთებში ასოციაცია საქართველოს მოსამართლეთა ერთობის შეკრება მიმდინარეობს. ამ დროისთვის ასოციაცია ორგანულ კანონპროექტს წარადგენს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას ეხება. 

„ეს კანონი უჩენს ვალდებულებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ უფრო მეტად გამჭვირვალე პროცედურებით განახორციელოს თავის საქმიანობა და ყველა გადაწყვეტილება მიიღოს დასაბუთებული სახით. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ყველა ფაქტობრივ გარემოებას და დასაბუთებას, თუ რატომ მივიდა საბჭოს კოლეგიური შემადგენლობა ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე,“ - განაცხადა მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარემ მაია ბაქრაძემ.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები