ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულია ცვლილებები, რომლის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში თუ არის პირი ნამუშევარი, მას სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, რომ სასამართლოში იყოს წარდგენილი, აღარ დასჭირდება.
გიორგი კანდელაკის განცხადებთ, ეს ცვლილება კეთდება ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძისთვის, ვინაიდან მას უზენაეს სასამართლოში 10 წლიანი ვადა ეწურება, მას სააპელაციო სასამართლოში სურს დანიშვნა.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძესა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს ყოვლად უკანონო და დანაშაულებრივი ვაჭრობა რუსთავი 2-ის თემით,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.