პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, რის გამოც საკანონმდებლო ორგანო განვითარებულ პროცესებს დიდი ყურადღებით აკვირდება.
"ეს საკითხი განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობს. შესაბამისად, პარლამენტის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს ყველა ეს პროცესი და მონიტორინგი ჩვენი მხრიდან ხორციელდება, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გვექნება რეაგირება. რაც შეეხება მოსმენებს, ამ კუთხით პარალელების გავლებას მე ბუნებრივია მოვერიდებოდი. ჩვენ გვახსოვს ამ კუთხით რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე და რამდენად შეიცვალა მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეს კომენტარი ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე პროკურატურის მიერ განცხადების გავრცელებამდე გააკეთა. უწყების მიერ მასალების გამოქვეყნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ავტორი: სოფო ზურაბიანი.