19 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლა - ოპოზიციას პროკურატურის გავრცელებული მასალების არ სჯერა

პროკურატურის მიერ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ მოსამართლეებზე დოკუმენტების გამოქვეყნებას და ამ დოკუმენტების შინაარსს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ევროპულ საქართველოში საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული მასალები არადამაჯერებელია.

„არ მესმის, როგორც შეიძლება ვინმესთვის იყოს სარწმუნო ვერსია, რომ ზეწოლის მიზნით ერთმა ადამიანმა მეორეს დაზღვეული ფოსტა გაუგზავნა და მერე მიწერა მესიჯი, რომ ხომ მიიღე ფოსტა. იმდენად აბსურდი და არასერიოზულია, რომ ვერ წარმომიდგენია, ეს ვინმემ სერიოზულად აღიქვას. იმ განცხადებაში, რომელიც მოსამართლეებმა დაწერეს და პროკურატურას მიმართეს, წერენ, რომ ეს გავს პროვოკაციას მათ წინააღმდეგ, იქ არ არის დადასტურებული ფაქტი, რომ ისინი ზეწოლას განიცდიდნენ. ეს არის გაგრძელება იმ აბსურდის თეატრის, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალების არ სჯერათ ნაციონალურ მოძრაობაშიც.

„იმდენად უხეშად, დამამცირებლად და არაპროფესიონალურად აქვთ გაკეთებული, რომ ბავშვსაც კი არ სჯერა, რომ თურმე კიევიდან დათო საყვარელიძე წერს მადლობის წერილებს მოსამართლეების სახელზე და სახლში დაუკაკუნეს და მიუტანეს ეს წერილი მატერიალური სახით. კარგით რა, რაღაცას ხომ აქვს საზღვარი,“ - აცხადებს ნიკა მელია.

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები