ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის განსახოციელებლად და რუსთავი2-ის ხელში ჩასაგდებად მთელ სახელმწიფო რესურსს იყენებს.
„ბიძინა ივანიშილი მთელ სახელმწიფო მანქანას და რესურსს იყენებს იმისთვის, რომ რამენაირად ხელში ჩაიგდოს რუსთავი2. ის 2 მოსამართლე, რომელიც ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, ახლა მათზე ცდილობს სხვადასხვა მეთოდით მოახდინოს ზეგავლენა,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი, თინათინ ბოკუჩავა.
ის ამბობს, რომ რუსთავი2-ის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც, ბუნებრივია, მონაწილეობს.
პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრის, ტარიელ ლონდარიძის, აზრით, ხელისუფლების დაინტერესება რუსთავი2-ის წინააღმდეგ ცალსახად ჩანს. ის აცხადებს, რომ მთავრობა მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებას, რათა დადგეს ის შედეგი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აწყობს.
დღეს პროკურატურამ მოსამართლეებზე ზეწოლის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით წერილები გაასაჯაროვა.
ავტორი: სოფო ზურაბიანი