19 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ნაზღაიძის ოჯახისთვის თანხის გადაცემა კითხვებს მანამდეც აჩენდა, სანამ მოსამართლის მონაწილეობის საკითხი გაირკვეოდა - თამარ ცინცაბაძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის წევრი, თამარ ცინცაბაძე, ფიქრობს, რომ რუსთავი2-ის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული 1 მილიონი ლარის გადაცემის ფაქტი ძალიან სწრაფად უნდა გამოიძიონ.

ამ საკითხზე თამარ ცინცაბაძემ რუსთავი2-თან ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს საკითხი მაშინაც ბევრ კითხვას აჩენდა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ თანხის გამოყოფა მოსამართლის ოჯახისთვის იგეგმებოდა.

„ისედაც ეს იყო საკითხი, რომლიც აჩენდა ძალიან ბევრ კითხვას. თუნდაც ის, რომ არ ხდებოდა თანაბარზომიერი გაცვლა და ზუსტად ამის გამო, ჩვენ ამ საკითხს მხარი არ დავუჭირეთ,“ - განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.

ის ამბობს, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი ნაადრევია, რადგან საქმეს გამოძიება სჭირდება.  

დღის ამბები