19 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
დავით ნარმანია იღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც მოისურვებს ბიძინა ივანიშვილი - მარიკა დათუკიშვილი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მარიკა დათუკიშვილი, დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს. ამის შესახებ განცხადება მან კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მარიკა დათუკიშვილი რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმისთვის სტიქიის ზონაში მდებარე ნაკვეთზე კომპენსაციის სახით მილიონი ლარის გაცემის ფაქტს ეხმაურება.

„დავით ნარმანიამ შეიყვანა საკრებულო შეცდომაში, როდესაც საკრებულოში წარმოადგინა განკარგულების პროექტი,“ - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

დათუკიშვილი თბილისის მერის შესახებ საუბრობს და ამბობს, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ დავით ნარმანია დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ იღებს.  

„დავით ნარმანია, ვინმეს აქვს ეჭვი, რომ დღეს დამოუკიდებლად რომელიმე გადაწყვეტილებას იღებს? დავით ნარმანია იღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც მოისურვებს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი მოისურვებს იმას, რომ მას აქვს მაღალი ინტერესი რუსთავი2-თან დაკავშირებით. ამიტომ მან გასცა განკარგულება, რომ  ნებისმიერ ფასად ნაზღაიძისთვის ბიუჯეტს უნდა გადაეხადა ქრთამი იმიტომ, რომ რუსთავი2-თან დაკავშირებით, ნაზღაიძემ მიიღო ის გადაწვეტილება, რომელიც ხელს აძლევდა ბიძინა ივანიშვილის,“ - განაცხადა დათუკიშვილმა. 

 

დღის ამბები