19 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ოპოზიცია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს "რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმართულ სცენარს" უწოდებს

ოპოზიციის განცხადებით, პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი რუსთავი2-ის წინააღმდეგი მიმართული სცენარის ნაწილია. სცენარის მიზანი კი მოსამართლე ნაზღაიძის მილიონიანი სკანდალის გადაფარვას და რუსთავი2-ის საქმეზე იმ ორი მოსამართლის დისკრედიტაციას ისახავს, რომელთა გადაბირება ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო.

მიუხედევად იმისა, რომ პროკურატურას ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს,  მოსამართლეებისთვის ვინმე დ.საყვარელიძის სახელით გაგზავნილი წერილების ავტორი ნამდვილად პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძეა, ეს უკვე შემდგარი ფაქტია მმართველი გუნდისთვის.

არასაპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ მსგავსი წერილს დაწერა და მოსამართლეებისთვის საყვარელიძის სახელით გაგზავნა ნებისმიერ პირს შეეძლო და პროკურატურის მხრიდან წერილების ავთენტურობისა და SMS-ების ნამდვილი ავტორების დადგენას ელის. ამიტომ გასაჯაროებული მასალიდან მათთვის ყველაზე ნიშანდობლივი მხოლოდ მოსამართლეების განცხადებაა, სადაც ისინი სახლებში უცნობი პირების მიერ ერთდროულად მიტანილ წერილებსა და მიღებულ  SMS-ებს არა ზეწოლის, არამედ პროვოკაციისა და დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.

გია ხუხაშვილის განცხადებით, მან ამ მასალების გასაჯაროვების შემდეგ დანამდვილებით მხოლოდ ის იცის, რომ ისინი პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს, არ გაუგზავნია.

ვინ მისწერა წერილები და SMS-ები რუსთავის ორის საქმის 2 მოსამართლეს, პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს.

 

 

ავტორები:  თამთა ჯიქია.

დღის ამბები