19 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის საქმეზე საკრებულოში მსჯელობდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის, საქმეზე გამოძიების დაწყებას გულისხმობს, საკრებულოს ოპოზიციაც უერთდება. 

საკრებულოს ოპოზიციაში ნაზღაიძის საქმეზე ერთდროულად რამდენიმე უწყების შესაძლო ინტერესზე საუბრობენ. საკრებულოს უმრავლესობაში კი, რომელმაც მერიის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა, მოსამართლის ძმის, ზვიად ნაზღაიძის, პოზიციას დღესაც იცავდნენ.

მოქმედებდა თუ არა მერია და საკრებულო ნაზღაიძის ოჯახის სოლიდური თანხით უზრუნველყოფისთვის, ამაზე კითხვები ოპოზიციაში აღარ აქვთ. თბილისის ვიცე-მერი დღეს უკვე ადასტურებს, რომ ზვიად ნაზღაიძისთვის ალტერნატიული მიწის და თანხის გადაცემა გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო.

დღეს თბილისის საკრებულოს ოპოზიციაში 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებთან შეხვედრა გაიმართა, რომლებიც წელიწადნახევრის შემდეგ შესაბამის კომპენსაციებს კვლავ ელოდებიან.

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ დაზარალებულების ნაწილმა საკუთარი მოთხოვნები საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარესაც გააცნეს, თუმცა მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ეს პრობლემები კარგად ნაცნობია.

 

 

 

ავტორები: ანა წერეთელი, ვახო ბუნტური, რამაზ უთრუგაშვილი, ფატი მდორეული.

დღის ამბები