19 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ხელისუფლებისგან საჩუქარს კიდევ ერთი მოსამართლე ელოდება - მიხეილ ჩინჩალაძეს საპელაციო სასამართლოში უვადოდ სურს განმწესება 

რუსთავი2-ის საქმის მონაწილე მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს უზენაეს სასამართლოში მუშაობის ვადა ამოეწურა და ახლა საპელაციო სასამართლოში სურს უვადოდ განმწესება. თუმცა, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მას 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა უნდა დაუწესდეს.

გიორგი კანდელაკის განმარტებით, რუსთავი2-ის საქმეზე ხელისუფლების სასარგებლო გავლენის სანაცვლოდ, ჩინჩალაძემ უვადოდ დანიშვნა მოითხოვა, რასაც "საერთო სასამართლოებს შესხებ" კანონში მოულოდნელდ გაჩენილი ცვლიელება მოჰყვა.

მმართველი გუნდი გიორგი კანდელაკს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშულებს და იმ არგუმენტებზე საუბრობს, რომლის გამოც, 3-წლიან გამოსაცდელი ვადა არა ყველა მოსამართლეს, არამედ მხოლოდ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს არ დაენიშნებათ.

ცვლილებების ავტორი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილია, რომელიც ოპოზიციის განმარტებით, სწორედ მთავარი მომლაპარაკებელია ხელიფულებასა და მოსამართლეებს შორის.

ზარდიაშვილი მოსამართლე ჩინჩალაძესთან შთანხმების შესახებ ინფორმაციას აბსურდულ უწოდებს.

მესამე სექტორის განმარტებით, ვანო ზარდიაშვილის ინიციატივა კანონპროექტში ბოლო მომენტში გაჩნდა ისე, რომ მისი განხილვა ვერც მოესწრო.

ცვლილებას, რომელიც ოპოზიციის თქმით, უმრავლესობამ კანონში მოსამართლე ჩინჩალაძის მოთხოვნით შეიტანა, ამ დროისთვის ვეტო ადევს. თუ მმართველი გუნდი პრეზინდეტის მოტივირებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, მიმდინარე კვირაში კანონი ამოქმედდება.

 

 

ავტორი:  თეონა ცხომელიძე

დღის ამბები