19 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
საქართველო გახდა ბიძინა ივანიშვილის პრივატიზების ობიექტი - დავით საყვარელიძე

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე, აცხადებს, რომ საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა ძალიან სამწუხაროა, რადგან ის ბიძნა ივანიშვილის პრივატიზების ობიექტი გახდა.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში უკრაინიდან ჩართვისას ისაუბრა.  

„ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ის მდგომარეობა და ის ვითარება, რომელშიც აღმოჩნდა ჩემი სამშობლო. საქართველო ჩეთვის არასოდეს ყოფილა უბრალო ქვეყანა, პრივატიზების ობიექტი, როგორიც ის არის ბიძინა ივანიშვილისთვის. მე ვიყავი და ვრჩები ჩემი სამშობლოს რიგირთ ჯარისკაცად და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ტყუილებით მოსული ხელისფულება ასეთ პრიმიტიულ დონემდე დაიყვანდა პოლიტიკასა და სამართალდაცვის სისტემას. საერთოდ, ალბათ, მეც იდიოტად მთვლიან და ალბათ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილსაც, იდიოტებად მიიჩნევენ, თუ ჰგონიათ, რომ ასეთ სისულელეებს ხალხი დაიჯერებს და სეთი სისულელეებით გავლენ ფონსს,“ - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

მისი აზრით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე სავარაუდოდ დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა. მან ხელისუფლების ქმედებას "ორგანიზებული დანაშაული" უწოდა. დავით საყვარელიძის განცხადებით, ეს ქმედებები საქართველოში განსხვავებული აზრის აღმოსაფხვრელად ხორციელდება.

დღის ამბები