19 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ნაცვლიშვილმა რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა, გვეყიდა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერები - დავით საყვარელიძე

საქართველოს მთავრი პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის, თქმით, ლაშა ნაცვლიშვილი მის მეგობარს ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს სთავაზობდა რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ.

ამის შესახებ საყვარელიძემ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში უკრაინიდან ჩართვისას ისაუბრა. 

„მას შემდეგ რაც განაწყენებული და გაგდებული იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე, რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა,“ - აცხადებს დავით საყვარელიძე. 

თუმცა, მან არც მისი მეგობარის ვინაობა არ დაასახელა, რომელსაც, მისი თქმით, ნაცვლიშვილი ჩანაწერებს სთავაზობდა და არც დეტალებზე არ ისაუბრა და თქვა, რომ, თუკი მის მეგობარს სურვილი ექნება, თავად იტყვის ამის შესახებ.   

დღის ამბები