19 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
ისეთი ქმედება ჩაიდინეს, რომელიც პირდაპირ მამხილებელია მათ წინააღმდეგ - ნიკა გვარამია ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს

„ყოველი ინსტანციის გადაწყვეტილების წინ ჩვენ გავდივართ ამ მოჯადოებულ წრეს,“ - სამაუწყებლო კოპმანია რუსთავი2-ის დირექტორი, ნიკა გვარამია, ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან სასამართლოს მართვისა და შევიწროვების ფაქტი პირველი არ არის.

ნიკა გვარამიას საფუძვლიანი ეჭვი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას მისი ფარული და დამონტაჟებული ჩანაწერების შექმნისა და გავრცელების უკან. ის აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმეზე გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას.

„თვითონვე ისეთი ქმედება ჩაიდინეს, რომელიც პირდაპირ მამხილებელია მათ წინააღმდეგ. ანუ პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფო დგას იმ წერილების უკანაც და მთელი იმ კამპანიის უკანაც და მათ შორის ჩემი ჩანაწერების უკანაც,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი აზრით, გასაგებია, თუ რატომ ცდილობს ხელისუფლება იმ მოსამართლეებზე ზეწოლას, რომლებმაც რუსთავი2 მთავრობას არ გადასცეს და პრინციპული აღმოჩნდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები