ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, აცხადებს, რომ რუსთავი2-ის საქმის მოსამართლეებზე ჯერ კიდევ ახალ წლამდე ხორციელდებოდა ზეწოლა.
„რუსთავი2-ის მოამართლეებთან კომუნიკაციაში იყო ვანო ზარდიაშვილი, დეპუატატი, რომელიც სუს-ის დავალებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს კოლეგიის მოსამართლეებთან,“ - აცხადებს ელისო კილაძე.
ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას გეგმა ჩაეშალა, რადგან ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. ამის შედეგად კი 3-მა მოსამართლემ „მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ გადაეცათ რუსთავი2-ის საქმე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის“. ელისო კილაძის განცხადებით, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღეს და „არ მოისურვეს ყოფილიყვნენ ურთმელიძე2“.
ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დიდ პალატაში ვერ იპოვა 5 მოსამართლე, რომელიც ე.წ. კერძო დავის თაობაზე რუსთავი2-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებდა.
ელისო კილაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ, ვანო ზარდიაშვილი კუბლაშვილმა ჩაანაცვლა და ის მოსამართლეებზე ზეწოლას ბიძინა ივანიშვილის დავალებით ახორციელებდა, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო.
„როდესაც ხელისუფლება მიხვდა, რომ ვერ მოახერხა მოლაპარაკება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, დაიწყო ის პროვოკაცია, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ. ეს არის წერილები, SMS-შეტყობინებები და ა.შ.“ - განაცხადა ელისო კილაძემ.