19 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ივანიშილს სურს, ქვეყანა გადაიქცეს ჩრდილოეთ კორეად - ხატია დეკანოიძე

უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი უფროსი, ხატია დეკანოიძე, აცხადებს, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო, უზენაესი სასამრთლოს 2 მოსამართლის შევიწროვების ფაქტი გადაეფარათ. ის ამბობს, რომ საიტი, სადაც ინფორმაცია ქვეყნდება, არის რუსული სპეცსამსახურების დავალებით შექმნილი ერთჯერადი გვერდი.

„იმის ჭკუაც არ ჰყოფნით, ამ უმეცრებს, რომ რუსული სპელინგი ნორმალურად დაალაგონ. თუ ვინმემ რუსული კარგად იცის და ხვდება, ქართულად აწყობილი რუსული წინადადებები არ არსებობს ზოგადად. სიტყვათა წყობა ქართულ წინადადებებში აბსულუტუირად სხვა არის, ვიდრე სიტყვათა წყობა რუსულ წინადადებებში,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას "შეთითხნილი საქმეს" უწოდებს.

„ბიძინა ივანიშვილი რუსთავი2-ის წასაღებად, ანუ თავისუფალი მედიის ხელში ჩასაგდებად, რომ ეს ქვეყანა გადაიქცეს ჩრდილოეთ კორეად, არ ერიდება საერთოდ არაფერს. რუსთავი2-ს ვერ წაიღებთ, გამორიცხულია,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები