19 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ივანიშვილს იდეაფიქსი აქვს, რომ დაეპატრონოს რუსთავი2-ს - გიორგი გაბაშვილი

მოძრაობა თვაისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი გაბაშვილი, აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების წლების განმავლობაში ცდილობენ რუსთავი2-ის ნებისმიერი გზით ხელში ჩაგდებას, მაგრამ დღემდე ამას ვერ ახერხებენ. მისი აზრით, ხელისუფლებამ რუსთავი2-თან საბრძოლველად სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ყველა დანაშაული ჩაიდინა.

გიორგი გაბაშვილი ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს და ამის მიზეზი სწორედ რუსთავი2 იყო.

„ადამიანი ერთი კვირით ადრე თავის გარდაცვალებამდე ამბობდა, რომ მე ვარ ზედმეტი რგოლი. რუსთავი2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ვერ განვითარდება, თუ მე არ დამელაპარაკებიან, თუ ჩემი საკითხი არ გადაწყდა. და მისი საკითხი, სამწუხაროდ, იმ ველური ფორმით, რა ფორმითაც ეს მოხდა, გადაწყდა,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. 

მისი აზრით, ბიძინა ივანიშილის იდეაფიქსი დღეს არის რუსთავი2-ის დახურვა, რათა ოპოზიციას და თავისუფასლ აზრს პლატფორმა წაართვას.

დღის ამბები