19 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
რუსთავი2-ის წინააღმდეგ სარჩელები 2013 წელს მზადდებოდა - მამუკა ახვლედიანი

რუსთავი2-ის წინააღმდეგ სარჩელები 2013 წელს მზადდებოდა - მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ მომზადებული 2 სარჩელი პირადად უნახავს.

მამუკა ახვლედიანის თქმით, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქონებრივ დავასთან დაკავშირებული 2 სარჩელი 2013 წელს მასთან ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა მასთან კონსულტაციის მიზნით მიიტანეს. ის კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს იკავებს.

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მინახავს ორი სხვა სარჩელი, რომელიც სასამართლოში საერთოდ არ შემოსულა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ხელისუფლებიდან იყო პირდაპირ, მაგრამ თუმცა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს დავარქმევდი, რომელსაც აინტერესებდათ მოსაზრება სასამართლოს თავმჯდომარის, ალბათ. არცერთი სასამართლოში არ მოხვედრილა. იყვნენ ადამიანები, რომელთაც აინტერესებდათ, რომელიც, შეიძლება თავს მეგობრადაც თვლიდნენ, კონსულტაციის, რჩევის სახით აინტერესებდათ. სარჩელის ფორმაც არ ჰქონდა, მოსაზრებები, რას აპირებდნენ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. 2 სარჩელი პირადად მაქვს ნანახი და წაკითხული, რომელიც რუსთავი 2-ის წინააღმდეგ უნდა შესულიყო სასამართლოში,“- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. 

დღის ამბები