19 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
"კანონმდებლობის და წესების ყველა ნორმა არის დაცული,“ - ნარმანია ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონის გადაცემაზე საუბრობს

დავით ნარმანიას განცხადებით რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახს ბიუჯეტიდან მილიონი ლარი, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ, თბილისის მერის განცხადებით, კანონის სრული დაცვით გადაეცა.

როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს და ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს. რაც შეეხება იმ ხუთ ოჯახს, რომელთაც ამ დრომდე არ მიუღიათ კომპენსაცია, ნარმანიას განცხადებით, მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა მერიის შეთავაზება, რის გამოც მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დავით ნარმანიასთვის გაუგებარია ოპონენტების მოთხოვნა ამ საქმეზე საგამოძიებო უწყებების ჩართულობასთან დაკავშირებით.

„კანონმდებლობის და წესების სრული დაცვით მოხდა. თუ ვინმეს რამეში ეჭვი ეპარება, ყველა დოკუმენტაცია ღიაა. საგამოძიებო ორგანოები ისედაც ინტერესდებიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიმართვის გარეშეც. რაიმე პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს ჩემი აზრით, იმიტომ რომ კანონმდებლობის და წესების ყველა ნორმა არის დაცული,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები