10-15 თებერვალს რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს-ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მელიას განცხადებით ნაციონალური მოძრაობა 10 თებერვალს 13:30 საათზე რუსთაველის მეტროსთან იკრიბება, ხოლო იქიდან მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ გადაინაცვლებენ, სადაც აქცია გაიმართება.
ნიკა მელიამ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, რომ აქციას შეუერთდნენ.
„თავისუფალი მედია, რუსთავი 2 არ არის მარტო ნაციონალური მოძრაობის პრობლემა, ის არის ყველა უკეთესი ხვალინდელი დღის მსურველი ადამიანის წუხილი,“- განაცხადა ნიკა მელიამ.