19 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
"თქვენ წერთ სცენარს დღის განმავლობაში, მერე ამას დგამთ, ამ უხამს და მდარე პროდუქტს გვთავაზობთ" - ეკა ბესელია

 „ე.წ. ბართლომეს ღამე მოაწყვეთ ლამის,“ - ეკა ბესელიამ კურიერთან საუბრისას გადაცემა არჩევანში გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა კომენტარი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში „ცილისმწამებლური და ზღვარგადასული განცხადებები“ კეთდებოდა. მან აღნიშნა, რომ საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი განაგრძობს ცილისწამებას პირდაპირი ეთერის მეშვეობით.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ დავით საყვარელიძის „ბოდვებზე“კომენტარის გაკეთებაც ზედმეტია.

„მე არ ვუყურებ ამას სერიოზულად, თქვენ წერთ სცენარს დღის განმავლობაში, მერე ამას დგამთ, ამ უხამს და მდარე პროდუქტს გვთავაზობთ და მერე გინდათ, რომ ამაზე სერიოზული კომენტარები ვაკეთო?“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ის ამბობს, რომ პროკურატურის მიერ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის მასალების გამოქვეყნების თაობაზე მის მიერ გაკეთებული განცხადებით დავით საყვარელიძის უდანაშაულობის პრეზუმცია არ დარღვეულა. 

„საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს საუბრის ფორმატის და ჩარჩოების, სად შეიძლება გადავაბიჯო პრეზუმციის ზღვარს, დიახ, პრეზუმციის დაცვით გავაკეთე ეს განცხადება. დანარჩენი პროკურატურამ დაადგინოს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მან სასამართლო სისტემის სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ სისტემატურად ზეწოლის ფაქტებზე საუბარს "სპექტაკლი" უწოდა.

ეკა ბესელიამ კომენტარი მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პარლამენტმა რეგლამენტით გაწერილი პროცედურები დაიცვა. 

დღის ამბები