19 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ოპოზიცია "რუსთავი 2"-ს ხელისუფლების მთავარ სამიზნედ მიიჩნევს, უმრავლესობა კი ბრალდებებს უარყოფს

რუსთავი 2 ხელისუფლებისთვის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს და სწორედ ამიტომ მოსამართლეებზე მათი მხრიდან ხორციელდება ზეწოლა - აცხადებენ ოპოზიციაში.

ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის დანიშვნასაც რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირებენ.

„იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, ყველა სახელმწიფო ორგანო იჩენს საოცარ ეფექტურობას, რასაც ვერ ახერხებენ როცა საქმე ხალხის ინტერესებს ეხება,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმაც.

რუსთავი 2 ხელისუფლებისათვის არის მთავარი სამიზნე,“ -აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მმართველ გუნდში კი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიით დაინტერესებას კვლავ გამორიცხავენ. ქართული ოცნების წარმომადგენლების თქმით, რუსთავი 2-ის ირგვლივ დაწყებულია გამოძიება და აუცილებელია ყველა მხარე შედეგებს დაელოდოს.

„არავითარი შეთქმულება არ არის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. ჩვენთვის არ არის პრობლემა რუსთავი 2. რუსთავი 2 საკუთარი თავისთვის უფრო მეტ პრობლემას ქმნის, დღეს ის რასაც აკეთებს. ამ დღეების განმავლობაში იმდენი რამ მოვისმინეთ, რომელიც უკვე ცილდება გონივრულობის ზღვარს და მემგონი, რადგან დავამ გადაინაცვლა სამართლებრივ სივრცეში და ერთის მხრივ ჩართულია გამოძიება და პროკურატურა, ამიტომ დაველოდოთ მის შედეგებს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

დღის ამბები