19 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
"ნაზღაიძის ოჯახს გაუკეთეს ძალიან ბინძური საჩუქარი," - ალეკო ელისაშვილი

თბილისის საკრებულოს 15 დეპუტატი რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული 1 მილიონი ლარის დადგენილების გაბათილებას ითხოვს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნაზღაიძის ოჯახს თანხის უკან დაბრუნება მოუწევს.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით თბილისის მერიამ საკრებულო შეცდომაში შეიყვანა, რათა თაღლითური გეგმით, ნატა ნაზღაიძის ოჯახს დაუმსახურებელი თანხა რუსთავი 2-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების სანაცვლოდ მიეღო.

„ეს მოხდა, რა თქმა უნდა, შეგნებულად და მოხდა იმისთვის, რომ ამ ადამიანის ოჯახის წევრმა მიიღო სინდისის, სამართლიანობის და პროფესიონალიზმის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება რუსთავი 2-თან დაკავშირებით,“ - განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

მისი აზრით, მოსამართლის ოჯახს "ძალიან ბინძური საჩუქარი" გაუკეთეს.

საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური ძალები ერთად დგანან, როდესაც ხელისუფლება მედიისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იბრძვის.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

დღის ამბები