საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ როდესაც საკრებულოს წევრებმა ნატა ნაზღაიძის ოჯახის წევრისთვის 1 მილიონი ლარის საკითხზე განკარგულება დაამტკიცეს, მათ ეჭვის საფუძველი არ გააჩნდათ.
"საკრებულოში შემოსული მასალების და დოკუმენტაციის საფუძველზე, საკრებულომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, იმოქმედა კანონის ფარგლებში. ის დოკუმენტაცია, რომელიც იყო შემოტანილი, არანაირი ეჭვის საფუძველს არ იძლევა,“ - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ უმცირესობის წევრების მოთხოვნას, საკითხის ხელახლა განხილვის თაობაზე, ის არ ეწინააღმდეგება. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული თანხის დებულებაზე.
ოპოზიცია ამ საკითხში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.