19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
ოპოზიცია ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონის შესახებ დებულების გაუქმებას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დებულება, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს 1 მილიონი ლარი გადასცეს, საკრებულომ აუცილებლად უნდა გააუქმოს. დღეს საკრებულოს უმცირესობის 15-მა დეპუტატმა დებულების ხელახალი განხილვა მოითხოვა.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მერიის თანამშრომლები და ქართული ოცნების დეპუტატები, ამ საკითხზე აუცილებლად უნდა დაკითხონ.

„თუ უნდა, რომ ნარმანია არ აღმოჩნდეს ციხეში, თუ უნდა, რომ კარლო ლაფერაძე, ქონების მართვის სამსახურის უფროსი, არ აღმოჩნდეს ციხეში და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეს მთელი ეს დეპუტაცია, უნდა გაუქმდეს განკარგულება, რომლითაც 1 მილიონი ლარი აჩუქეს ნაზღაიძეების ოჯახს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ფრაქცია ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის წევრი, ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ პროკურატურამ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის, ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის გადაცემის ფაქტი აუცილებლად უნდა გამოიძიოს.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - მწვანეების თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა გაბუნია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე ოპოზიცია პასუხებს მალე მიიღებს.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები