19 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
13 ივნისის სტიქიის დროს მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს არანაირი საკუთრება არ გააჩნდა ვერეს ხეობაში - თამაზ შოშიაშვილი

თბილისის მერის დაკითხვა და საკრებულოს განკარგულების გაუქმება - ეს ორი მოთხოვნა დღეს ოპოზიციამ გაახმაურა. ლაპარაკია თბილისის მერიის იმ დადგენილებაზე, რომლითაც რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღიძის ოჯახს მილიონი ლარი ჩაერიცხა. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია თბილისის წევრი, თამაზ შოშიაშვილი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი საბუთებიდან ირკვევა, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის გადარიცხვის საკითხზე, თბილისის მერიამ დედაქალაქის საკრებულოს ინფორმაცია დაუმალა. თამაზ შოშიაშვილმა ამ საკითხზე კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 

"13-14 ივნისის 2015 წლის სტიქიის დროს მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს არნაირი საკუთრება არ გააჩნდა ვერეს ხეობაში. ეს ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ, ბატონმა დავით ნარმანიამ დაუმალა საკრებულოს, აქედან გამომდინარე, ჩვენ მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ფრაქცია და ასევე, სხვა ოპოზიციური ფრაქციები ვაყენებთ საკითხს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის 23 დეკემბერს,“ - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

მისი აზრით, მერიის მხრიდან მილიონი ლარის გადარიცხვისთვის კომპენსაციის სახელის დარქმევა „ცინიზმია“. ის ფიქრობს, რომ საკითხზე აუცილებელია გამოძიების ჩატარება.

თამაზ შოშიაშვილი ამბობს, რომ დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და საკრებულოს კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს, რომ დებულებას კენჭი კიდევ ერთხელ უყაროს.

„მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულო შეიყვანა შეცდომაში, რათა ის დავალება შეესრულებინა, რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატებს, ქართული ოცნების დეპუტატებს უდნა მიეცეთ შანსი კენჭი უყარონ დებულების ბათილად ცნობის საკითხს,“ - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები