საკოორდინაციო საბჭო რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად ინტენსიურ მუშაობას იწყებს. კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ხვალინდელი აქცია ინტერპარტიულ ფორმატში ჩატარდება და 8 პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას.
საკოორდინაციო საბჭო მასშტაბურ მუშაობაზე გადადის და იმ შემთხვევაში თუ უზენაესმა სასმართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა, პერმანენტული აქციებისთვის ემზადება.
საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით პოლიტიკურ სუბიექტებს მოძრაობამ ახალი ერთობა საქართველოსთვის მიმართა. მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ზე ზეწოლას მიზანმიმართულად ახორციელებს.
მედიაზე ზეწოლას გამორიცხავენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობა დაანონსებული აქციის მოწყობის მიზეზებს ვერ ხედავს.
პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად, ხვალინდელ აქციაზე მისვლას სტუდენტებიც გეგმავენ. სხვადასხვა სასწავლებლების წარმომადგენლები რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად დღესაც შეიკრიბნენ უზენაეს სასამართლოსთან.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად აქცია მსვლელობა ხვალ რუსთაველის მეტროსთან დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან გაგრძელდება.
ავტორი: ნატა მახვილაძე.