სამოქალაქო სექტორი რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის, ნატალია ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის გადახდის საკითხის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს.
არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ გამოიკვეთოს კანონდარღვევა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლასაც გეგმავს.
არასამთავრობოები პარლამენტს საკითხის დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
"როდესაც არავინ ინტერესდება, ხელისუფლება პირველ რიგში, მას მერე, რაც ასეთი აურზაურია ატეხილი, უფრო მეტ ეჭვებს აჩენს,“- განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრმა, ლაშა ტუღუშმა.