რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატალია ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონი ლარის საკითხზე საკრებულოს ოპოზიცია სხდომის ჩანიშვნის გადაწყვეტილებას ელოდება.
„ყველა დოკუმენტაციით იკვეთება, რომ ნაზღაიძეს გადაეცა მერიის მხრიდან ქრთამი,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარინა დათუკიშვილმა.
ისინი თბილისის მერის დაკითხვას და იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც გაიცა ბიუჯეტიდან ეს თანხა.
"ეს იყო მერიის მხრიდან თაღლითობა, რადგან დოკუმენტებით დასტურდება, რომ თბილისის საკრებულო შეცდომაშია შეყვანილი,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია თბილისის წევრმა, თამაზ შოშიაშვილმა.
ოპოზიციის განცხადებით, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი მასალების საფუძველზე დასტურდება, რომ მოსამართლის ძმას, 2013 წლიდან არ ეკუთვნოდა მიწა ვერეს ხეობაში, 2014 წლიდან კი ბანკთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე მას საკუთრების გამოსყიდვის უფლებაც აღარ ქონდა.
„კორუფციული გარიგება არის აშკარა,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრმა, დავით ზურაბიშვილმა.
ოპოზიციის ბრალდებებს არ იზარებს უმრავლესობა.