19 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
უზენაეს სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ისა და მოსამართლეების მხარდამჭერი აქცია იწყება

ამ წუთებში უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ისა და მოსამართლეების მხარდამჭერი აქცია იწყება. უმაღლეს ინსტანციასთან სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად ლეიბორისტული პარტიის შეკრება იმართება.

ორი საათიდან კი მედიაზე მიმდინარე ზეწოლას უკვე 8 პოლიტიკური გაერთიანებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო გააპროტესტებს. მსვლელობა მეტრო რუსთაველიდან დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება.

საბჭო, რომელიც მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის ინიციატივით შეიქმნა, რუსთავი 2-ის საქმის არაობიექტური გადაწყვეტის შემთხვევაში, პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავს. მათი შეფასებით საქართველოში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სტუდენტებიც უერთდებიან.

დღის ამბები