19 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
"უნდა ავიცილოთ ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას კვლავ დარჩეს კითხვები" - ომბუდსმენი "რუსთავი 2-ის" საქმეზე

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. უჩა ნანუაშვილი სამაუწყებლო კომპანიის საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს.

„იმედი მაქვს, რომ ის ხარვეზები, რომელიც რამდენჯერმე იყო დაფიქსირებული, იქნება გამოსწორებული და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომ საქართველოში თავისუფალ მედიას პრობლემა არ შეექმნება. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე ვთქვით, რომ იყო კონკრეტული საკითხები, სადაც ჩანდა, რომ სასამართლო ერთგვარად დაინტერესებული იყო გადაწყვეტილებები რიგ შემთხვევაში არ იყო დასაბუთებული, ან ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ გარკვეულწილად, კონკრეტული მხარის ინტერესებს გამოხატავდნენ. ჩვენ უნდა ავიცილოთ ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოო ჯამში დასრულდება ისე, რომ საზოგადოებას კვლავ დარჩეს კითხვები,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები