19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერების შეკრება დაიწყო

ბრძოლა სიტყვის თავისუფლების დასაცავად - 8 პოლიტიკური პარტია დღეს ქუჩაში გააპროტესტებს რუსთავი 2-ზე ხელისუფლების ზეწოლას და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს.  

მსვლელობა მეტრო რუსთაველი-დან 2 საათისთვის დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება. ამ წუთებში უკვე დაიწყეს შეკრება რუსთავი 2-ის მხარდამჭერებმა. 

8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის ინიციატივით შეიქმნა, პერმანენტული აქციების გამართვასაც გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ უზენაესმა სასმართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.

საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით პოლიტიკურ სუბიექტებს მოძრაობამ ახალი ერთობა საქართველოსთვის მიმართა. მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელსუფლება რუსთავი 2-ზე ზეწოლას მიზანმიმართულად ახორციელებს. მათი შეფასებით, საქართველოში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.

დღის ამბები