მეტრო რუსთაველიდან რუსთავი 2-ის მხარდასაჭერები მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ დაიძრნენ. სიტყვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით, 8 პოლიტიკური გაერთიანებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სტუდენტები უზენაესი სასამართლოსკენ მსვლელობით გაემართენ.
“ ეს არის ერთი კომპლექსური საქმე და ბუნებრივია, ნებისმიერი ჭკუათმყოფელი მოქალაქე მიხვდება იმას, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი დღეს გადის რუსთავი 2-ზე. ცხადია ქალბატონი ნაზღაიძის საქმე არ იქნება უკანასკნელი გამონაკლისი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რუსთავი 2-ის არსებობას. ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის მომავლისთვის იბრძვიან და სურთ, რომ თავისუფალ სივრცეში იცხოვრონ, ცხადია დღეს აქ იქნებიან, მანამდე სანამ არ დადგება სამართლიანი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ეკატერინე ხერხეულიძემ.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი უფროსის ხატია დეკანოიძის თქმით, “ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ყიდულობს სასამართლოს, რომ რუსთავი 2 გააჩუმოს და ჩაახშოს.“
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური კი აღნიშნავს, რომ „ეს არის ფარი კოალიცია, რომელიც უპირველეს ყოვლისა შეიქმნა სიტყვის თავისუფლების, რუსთავი 2-ის დასაცავად.“
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.