„არა მედიაზე შტურმს“ - ამ სახელწოდების პლაკატი ევროპული საქართველოს წევრებმა პარლამენტში სესიის მსვლელობის დროს გადმოფინეს. ფრაქციის წევრების ამგვარ საქციელს მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ ევროპული საქართველოს წევრებს მიმართა და განუცხადა, რომ მედიის თავისუფლების საკითხზე მათი მმართველობის პერიოდში უნდა ესაუბრათ. პატრიოტთა ალიანსის წევრმა ირმა ინაშვილმა კი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მედიაზე ზეწოლის საუკეთესო მაგალითად საკუთარი თავი და ტელევიზია დაასახელა.
რომან გოცირიძემ მმართველი გუნდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. მედიაზე ზეწოლის ფაქტად ენმ-ს წევრმა რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებიც დაასახელა.