19 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
მარტო შევატოვეთ ამ მონსტრს ეს მარტო მოქმედი სტრუქტურა - შოთა მალაშხია "რუსთავი 2"-ზე საუბრობს

საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ საზოგადოებასთან ერთად სიტყვის თავისუფლებისა და რუსთავი 2-ის დაცვას ბოლომდე მიჰყვებიან.  

„ეს არ არის მარტო რუსთავი 2-ის დაცვა, ყველა ადამიანი იცავს საკუთარ ოჯახს, საკუთარ შვილს, საკუთარ სახელმწიფოს. მეტიც, ამ ხნის განმავლობაში ბევრი პასუხიმგებლობა აიღო რუსთავმა თავის თავზე, ჩვენი ბრალია, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, მოსახლეობის, რომ მარტო შევატოვეთ ამ მონსტრს ეს მარტო მოქმედი სტრუქტურა, ამისთვის მეტი ძალისხმევა გვინდა, რომ ბოლომდე მივიყვანოთ,“ - განაცხადა შოთა მალაშხიამ.

დღის ამბები