ფრაქციის ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის წევრმა ირაკლი აბესაძემ ხელისუფლება მედიაზე შტურმის მიტანაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ხელისუფლებას მედიის მხრიდან უკმაყოფილო საზოგადოების კონსოლიდაციის ეშინია.
კურიერის ეთერში ირაკლი აბესაძემ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მიტანაზეც დაადანაშაულა.
„რა არის ეს საერთო მიზანი? როგორც ჩანს ხელისუფლებას ძალიან ეშინია, მედიამ არ მოახდინოს მათი აბსოლუტურად არასწორი, წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ამ ადამიანების დამძიმებული სოციალური პროტესტის კონსოლიდაცია და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართვა. რაც სწორედაც რომ არის მედიის როლი,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
კურიერის ეთერში ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება კონსტიტუციური უფლების, სიტყვის თავისუფლების დასაცავად მშვიდობიან მანიფესტაციებს მოაწყობენ.