19 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
თბილისის მერია ეყრდნობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებებს - ირაკლი ლექვინაძე ენმ-ს პასუხობს

რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახისთვის მილიონის გადაცემაზე საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას დავით ნარმანიას მოადგილემ უპასუხა. 

ირაკლი ლექვინაძის მტკიცებით, ზვიად ნაზღაიძისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის შეფასებისას დარღვევა არ ყოფილა, რადგან მერია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ეყრდნობოდა.

„მიწის ნაკვეთების შეფასებას, რომელიც უკავშირდება, როგორც იმ დათმობილ მიწის ნაკვეთს, რომლის გამოსყიდვაც განხორციელდა, ასევე ალტერნატიულ მიწის ნაკვეთს, რომლის გადაცემაც განხორციელდა, თბილისის მერია ეყრდნობა კომპეტენტური ორგანოს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებებს და ამის საფუძველზე ხდება გადასაცემი თუ დასათმობი მიწის ნაკვეთის ღირებულების განსაზღვრა,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ სანდრო ეულის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ აუქციონზე გამოიტანა მიწის ახალი ნაკვეთი, რომელიც მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემული ნაკვეთის გვერდით მდებარეობს. აუქციონზე ნაკვეთი 2 მილიონ ლარად იქნა შეფასებული, ანუ 4 ჯერ უფრო ძვირად, ვიდრე ნაზღაიძისთვის გადაცემული მიწა.

ამავე თემაზე
დღის ამბები