19 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემული მიწა - ოპოზიცია მერიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმისთვის, ზვიად ნაზღაიძისთვის, მერიის მიერ გადაცემული მიწის პირველადი შეფასებისას დადგენილ ფასსა და რეალურ საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა, როგორც გაირკვა, მილიონებია.

ირკვევა, რომ მიწა, რომელიც ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 500 ათას ლარად შეაფასა, გაცილებით უფრო ძვირი ღირს.

ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, ახალგამოვლენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ნარმანიას უწყებამ ფასის შემცირების მიზნით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიწა ისე შეაფასებინა, რომ არსებული ნაკვეთიდან სამშენებლო სამუშაობი მხოლოდ 1200 კვადრატულზე უნდა განხორციელებულიყო. დანარჩენი ტერიტორია კი რეკრეაციულ ზონად მოეწყობოდა და მყიდველს 70 ათასის ინვესტიცია უნდა ჩაედო. 

ნაციონალური მოზრაობის ახლადაღმოჩენილ დოკუმენტაციას და ინფორმაციას "ტყუილს" უწოდებენ მერიაში. ვიცე მერი აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთების ფასის განსაზღვრაში ისინი მონაწილოებას არ იღებენ და ეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პრეროგატივაა.

კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც დღეს გახდა საჯარო, ამავე ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთს ეხება. სწორედ 2 მილიონ 400 ათას ლარად ყიდის სახელმწიფო ნაზღაიძეების საკუთრებაში არსებული მიწის მიმდებარე ტერიტორიას, რომლის ფასიც, შესაძლოა, გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია აცხადებს, რომ ნატა ნაზღაიძემ ხელისუფლებისგან არა ერთი მილონი ლარი, არამედ გაცილებით მეტი მიიღო.

ევროპულმა საქართველომ მერიის გადაწყვეტილება მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის შესახებ მთავარ პროკურატურაში გაასაჩივრა. საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა კი თვითმმართველობისგან განკარგულების გაუქმებას ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ საკრებულო ამ საკითხზე არ იმსჯელებს, ოპოზიცია სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები