„გვაქვს იმედი, რომ მოსამართლეები არ აჰყვებიან ხელისუფლების პოლიტიკური ვენდეტის და რუსთავი2-ის მითვისების კამპანიას. თუ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებენ, საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს, რა ნაბიჯები გადაიდგას. ყოველ შემთხვევაში, საპროტესტო აქციები გაგრძელდება,“ - ასე შეაფასა რუსთავი2-ის საქმე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მთავარია, ყველამ დაიცვას რუსთავი2, ფორმას მნიშვნელობა არა აქვს. მისი თქმით, ჯერჯერობით კონსულტაციები მხოლოდ იმ პარტიებთან მიმდინარეობს, რომელიც საკოორდინაციო საბჭოში შედიან, თუმცა ეს არ გამორიცხავს პარლამენტში ორ ფრაქციას შორის აზრების გაცვლას.
„ხელისუფლებას კატეგორიულად არ სჭირდება რუსთავი2, რომელიც თავისუფალი სიტყვის პოლიგონია და საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ობიექტური და თანასწორი გაშუქება ადგილობრივი არჩევნების,“ - განაცხადა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები აშშ-ში დადებით ფაქტად შეაფასა და განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, „ყველას უნდა ახსოვდეს, რომ შეხვედრების დღის წესრიგი უკიდურესად დამძიმდება, თუ რუსთავი2-ის მიტაცება მოხდება“.