19 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
"ხელისუფლებამ დღეს მორიგი დანაშაული ჩაიდინა" - აქციის მონაწილეები დავით ნარმანიას რამდენიმე საათს აძლევენ

თბილისის მერიასთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გრძელდება. დედაქალაქის მერიასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ამ წუთებში ვითარებას უსაფრთხოების სამსახურისა და  საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკვირდებიან, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები და დაკავებულები არ არიან. 

საკოორდინაციო საბჭოს ლიდერები დედაქალაქის მერიისგან პასუხს ელოდებიან, ისინი დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

ნიკა მელია სპეციალური განცხადება გააკეთა.

"ხელისუფლება სისულელეს სისულელეზე აკეთებს, დანაშაულს დანაშაულზე ჩადის, ხელისუფლებამ დღეს მორიგი დანაშაული ჩაიდინა, როდესაც სახელმწიფო ორგანიზაციის კარები ჩარაზა და ცოცხალი კედელი აღმართა დაცვისა და პოლიციის მეშვეობით, პოლიციელები უკანონო დავალებას ასრულებენ,"- განაცხადა ნიკა მელიამ. 

ნიკა მელიას განცხადებით, აქციაზე შეკრებილები რამდენიმე საათს აძლევენ დავით ნარმანიას, ისინი დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.

„თუკი ნება იყო ივანიშვილის და ნარმანიასი, რომ ეს ცენტრალური კარი ჩაეკეტა, ხალხის ნებაა, რომ ეს კარი გააღოს, ნარმანიას რამდენიმე საათს ვაძლევთ, ან ჩამობრძანდეს, ან ეს ხალხი, ვინც აქაა შეკრებილი, აზვირთდება ზვავი და უმარავი ადამიანი მოვა და ვინ დაკეტავს და გააღებს კარებს, ამას ნარმანია ივანიშვილთან ერთად დაინახავს,“- აღნიშნა მელიამ.

 

დღის ამბები