19 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
თბილისის მერიასთან დაკავებული პირების საქმის სასამართლო განხილვა რამდენიმე საათში დაიწყება

თბილისის მერიასთან დაკავებული პირების საქმის სასამართლო განხილვა რამდენიმე საათში დაიწყება. აქციის 13-მა მონაწილემ გასული ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე სულ 13 პირი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.

შეკრებილები ქალაქის ბიუჯეტიდან რუსთავი2-ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას აპროტესტებდნენ.

დღის ამბები