19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
30 წუთის ხანგრძლივობის აუდიო ფაილი არ არის დამონტაჟებული და ავთენტურია - შსს გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის, საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს. 

როგორც რუსთავი2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა, ექსპერტიზული დასკვნით დგინდება, რომ 30 წუთი ხანგრძლივობის ჩანაწერი უწყვეტია და არ არის დამონტაჟებული.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვარამია 6 საათზე, ადვოკატთან ერთად გეგმავს გამოცხადებას.

მისი დაბარება ფარული ჩანაწერების შესახებ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

„შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, აღნიშნული 30 წუთის ხანგრძლივობის აუდიო ფაილი არ არის დამონტაჟებული და ავთენტურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოცემული ჩანაწერი უწყვეტია და ხმები ეკუთვნით ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანს. დღეს მოქალაქე ნიკოლოზ გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაშია დაბარებული, სადაც ის მოწმის სტატუსით გამოიკითხება,“ - განაცხადა თეა პერტაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები