19 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან რუსთავი2-ის და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილია.

„დღეს ხელისუფლების ინტერესშია, მაქსიმალურად მიიტანოს შეტევა რუსთავი2-ზე, მის ხელმძღვანელზე, ჟურნალისტებზე იმისთვის, რომ გეგმა, რომ ხელში ჩაიგდონ რუსთავი2, ბოლომდე მიიყვანონ,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ, თუ ნიკა გვარამიას ბრალს წაუყენებენ, ეს საკმაოდ ძვირი პოლიტიკური ფასის მატარებელი იქნება უმრავლესობისთვის.

„მათი მთავარი მიზანია საკუთარი ინტერესების დაცვა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

 

 

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე 

დღის ამბები