19 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ნიკა გვარამია დაკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული, თუმცა ადვოკატი სტატუსის შეცვლას არ გამორიცხავს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივა.

საქმე ეხება ნიკა გვარამიას და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.

რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს მოწმის სტატუსით დაკითხავენ, თუმცა  ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას სტატუსი შეიცვალოს.

დიმიტრი საძაგლიშვილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აპელირებას გვარამიას მიერ მოქმედი მოსამართლისთვის ქრთამის შეთავაზებაზე აკეთებს.

საძაგლიშვილი ამბობს, რომ შს სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება არასერიოზულია.

„ბოლო პერიოდში უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან და ხელისუფლების  წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები გვარამიასა და ახვლედიანს შორის შემდგარ საუბართან დაკავშირებით მიუთითებდა იმაზე, რომ ხელისუფლება გარკვეულწილად ამზადებდა საქმის განვითარებას სწორედ ამ მიმართულებით.

"ჩვენთვის უცნობია ამ ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და შესაბამისად, არ ვიცი დეტალურად, რა არის მითითებული და რა არის საერთოდ დადგენილი.

"დღეს უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა განცხადება და მისთვის ან ცნობილია, ან მხოლოდ შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის  განცხადებაზე დაყრდნობით განმარტა, რომ, თურმე, გვარამიას ქრთამი აქვს შეთავაზებული და, შესაბამისად, ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. რა თქმა უნდა, ასეთ საფუძველზე ამ განცხადების გაკეთება არასერიოზულია,“ -განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დაკითხვაზეა დაბარებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვარამია 6 საათზე, ადვოკატთან ერთად, გეგმავს გამოცხადებას. მისი დაბარება ფარული ჩანაწერების შესახებ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

 

დღის ამბები