თბილისის მერიასთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.
გუშინ რუსთავი2-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე პოლიციამ 13 მოქალაქე დააკავა. მათ ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარეს. დაკავებულები წინასწარი დაკავების საკნიდან საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის გადმოიყვანეს.
პროცესის დაწყებამდე მათი ინტერესების დამცველმა კომენტარი გააკეთა. ადვოკატის მტკიცებით, სამართალდამცავებმა მოქალაქეებს საკუთარი უფლების განხორციელების საშუალება არ მისცეს, რადგან თბილისის მერიის შესასვლელი საჯარო სივრცეა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შესვლა შეუძლია.
სასამართლო პროცესს ნაციონალური მოძრაობის წევრები ესწრებიან.
"ეს ადამიანები გამოვლენ და ის საპროტესტო ტალღა, რომელიც საზოგადოებაშია, აუცილებლად გაგრძელდება,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი