საპარლამენტო უმრავლესობაში ნიკა გვარამიას შსს-ში დაბარებას ეხმაურებიან. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ შესაძლია, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ბრალეულობა იკვეთებოდეს და ამიტომ გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი.
"ყველა ეს ისტერიკა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დაგეგმა, პროვოკაცია სასამართლოსთან, მერიასთან იყო მხოლოდ ერთი რამისთვის გაკეთებული, რომ გადაეფარათ მათი მხრიდან მოსამართლეების მოსყიდვის მცდელობის ფაქტები და სხვაგან გადაეტანათ ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ბოლომდე იქნას მიყვანილი,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.
ავტორი: თეონა ცხომელიძე