"დაანოსებული აქცია არის საკვანძო მომენტი ქართული დემოკრატიისთვის,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, გააკეთა.
გიგა ბოკერიას თქმით, რუსთავი2-ის წინააღმდეგ კამპანია პოლიტიკურია.
„საქართველოში და ფარგლებს გარეთაც ყველასთვის ნათელია, რომ რუსთავი2-ის წინააღმდეგ კამპანია არის ივანიშვილის და მისი გარემოცვის ორგანიზებული და წმინდად პოლიტიკურია. შეგვიძლია, სრული რწმენით ვთქვა, რომ ნაბიჯი რუსთავი2-ის ჩახშობის, ან შესაძლო ნაბიჯი დირექტორის დაკავების, იქნება ყველა სხვა ზიანთან შედარებით ყველაზე უფრო დიდი ზიანის მომტანი ქართული დემოკრატიისთვის და ამას მოჰყვება შეუქცევადი პროცესი, შეუქცევადი პროცესები პროტესტისა ქართული საზოგადოების მხრიდან,“ - განაცხადა ბოკერიამ.