19 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ხელისუფელება ნიკა გვარამიას მაგალითზე მოსამართლეებსაც აჩვენებს რა შეიძლება მოყვეს მათთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს - ირმა ნადირაშვილი

ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი ქართულ ოცნებას უსთავი 2-ის საქმის განმხილველ მოსამართლესა და თბილისის მერიას შორის დადებული კორუფციული გარიგების გამართლების მცდელობაში ადანაშაულებს.

„თუ ხელისუფლებას უნდა, რომ კრიმინალის და კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლოს, სწორედ ამ ქეისს უნდა გაყვეს, მაგრამ მე არ მომისმენია არცერთი ეჭვიც კი ხელისუფლების მხრიდან გამოთქმული, რომ ნაზღაიძის საქმეში რაიმე შეიძლება იყოს გამოსაძიებელი,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კურიერის ეთერში ირმა ნადირაშვილმა ხელისუფლების მიერ თავისუფალი მედიის წინაღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება ამგვარი ქმედებებით მედიასაც და მოსამართლეებსაც უჩვენებს, რა მოხდება თუ მათ ნებას არ დაემორჩილებიან.

ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი ნიკა გვარამიას შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში დაბარებას ხელიუსუფლების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელების კიდევ ერთ მაგალითად ხედავს.

„პირდაპირ ხელისუფელება ნიკა გვარამიას მაგალითზე მოსამართლეებსაც აჩვენებს რა შეიძლება მოყვეს მათთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს, რა შეიძება მოყვეს ხელსიფულების დაუმორჩლებლობას,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ევროპული საქართველო უერთდება ნიკა გვარამიას მოწოდებას და კვირას, 14:30 საათზე დაანონსებულ აქციაში მონაწილეობისთვის მზადაა.

დღის ამბები