ქართულ ოცნებაში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ფარული ჩანაწერის ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარებათ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, გვარამია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან.
„სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული მაგრამ ფაქტია, რომ ლაპარაკობს კორუფციულ გარიგებაზე, ფაქტია, რომ მას ანგარიშს აბარებს საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელი. ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურების შემდეგ ძალიან ბევრ კითხვაზე გაეცა პასუხი, ეს არის ჩემი აზრი და არა მარტო რუსთავი 2-ის ან სასამართლოს თემაზე. ეს არის სქემა, სისტემაა აწყობილი სახელმწიფოს ინტერესებზე შეტევის,“-აცხადებს გია ვოლსკი.
ეკა ბესელიას განცხადებით კი, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მტკიცება, რომ მესამე პირი არსებობდა ამ საუბრის დროს, მხოლოდ გვარამიას ინტერპრეტაციაა.